მოსალოდნელია, რომ ევროკომისია უნგრეთისთვის 10 მილიარდ ევროს (10,7 მილიარდი აშშ დოლარი) გაყინულ სახსრებს განბლოკავს, იტყობინება Guardian-ი ანონიმურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
სახსრები, რომელიც უნგრეთის მთლიანი შეჩერებული დაფინანსების დაახლოებით მესამედს შეადგენს, სავარაუდოდ, 12 დეკემბერს გამოიყოფა, იტყობინება მედიასაშუალება.
უნგრეთი უკრაინის მიმართ ევროკავშირის შემდგომ მხარდაჭერას წინააღმდეგობას უწევს.
წყაროებმა Guardian-ს განუცხადეს, რომ უნგრეთის სახსრების სავარაუდო განბლოკვა არ არის დაკავშირებული უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის „შანტაჟთან“, რომელიც დაემუქრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვით.
„ვაჭრობას ჰგავს, მაგრამ ასე არ არის,“ - აღნიშნა ერთ-ერთ დიპლომატმა. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ უნგრეთის ეკონომიკური განვითარებისთვის გამოყოფილი დაახლოებით 22 მილიარდი ევრო, დემოკრატიის უკასვლისა და კანონის უზენაესობის კონტექსტში პრობლემების გამო გაყინა.