უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა, რომელმაც იანვრის ბოლოს რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი "სინდისის პატიმრად" აღიარა, ახლა კი თავისი გადაწყვეტილება გააუქმა.
საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება ნავალნის ძველი განცხადებების გამო მიიღო, მათ შორის არის ალექსეი ნავალნის მიერ 15 წლის წინ გაკეთებული განცხადება, სადაც ის იმიგრანტებს ტარაკნებს ადარებს. უფლებადამცველებმა აღნიშნული განცხადებები დისკრიმინაციულად და ქსენოფობიურად მიიჩნიეს.
Amnesty International-ს მიაჩნია, რომ ეს "სიძულვილის ენაა", რომელიც "სინდისის პატიმრის" სტატუსს არ შეესაბამება. ამის მიუხედავად, ძალაში რჩება, ორგანიზაციის მოწოდება პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.