ე.წ. პრეზიდენტის, ასალან ბჟანიას აზრით, „აფხაზეთი დღევანდელი გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია.“ ის ამტკიცებს, რომ „დასავლეთს, რომელსაც წარმოადგენს შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები, არ სურს აფხაზეთის დანახვა მსოფლიოს ნაწილად.“
„მათ უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და სისტემატურად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელოობა, ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში განვითარება არ მოხდეს," - განცხადა ბჟანიამ.

ბჟანიასვე მტკიცებით, „აფხაზეთმა, რომელმაც გადაწყვიტა თავისი კურსი და მოკავშირეები, უნდა ეცადოს გახდეს მსოფლიოს განსხვავებული არქიტექტურის, უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი, რომელიც აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებაზე და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზე.“
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 11 დეკემბერს ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს "აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები".