უენდი მორტონი: მელიას დაკავების შემდეგ ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს

"მელიას დაკავების შემდეგ ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა, ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში, უენდი მორტონმა Twitter-ში დაწერა.

მინისტრმა მხარეებს დილოგისკენ მოუწოდა.

„დავით ზალკალიანთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს დავაფიქსირე, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს. ახლა ყველა მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში იმისთვის, რომ უთანხმოება მოგვარდეს,“ - წერს უენდი მორტონი.