უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერისთვის აშშ 250-ზე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებენ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 150-ზე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა. სანქციების ქვეშ თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში, ჩინეთში, შვეიცარიაში, სინგაპურში, ყირგიზეთში, მალდივებსა და ტაჯიკეთში მდებარე კომპანიების მოხვდნენ. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, 100-ზე მეტი პირი დაასანქცირა სანქციებისთვის გვერდის ავლისთვისა და რუსეთის სამომავლო ენერგეტიკული საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
„შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო ომის ფონზე. გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტების გამოყენებას ანგარიშვალდებულებისთვის უკრაინაში რუსეთის დანაშაულებისთვისა და მათთვის, ვინც აფინანსებს და მხარს უჭერს რუსეთის ომის მანქანას,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.