აზერბაიჯანმა უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენის მიზნით, კიევს 20 სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება.
ენერგეტიკული დახმარების ჯამური მოცულობა 7,6 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.
ეს უკვე მესამე დახმარებაა, რომელსაც უკრაინა აზერბაიჯანისგან მიიღებს.
ბაქომ უკრაინას მორიგი დახმარება ნოემბერში გაუგზავნა.
ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი.