რა შეიარაღებას უგზავნის აშშ უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ შტატები კიევს კიდევ 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს.

მოგვიანებით პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საშუალებებს საჰაერო თავდაცვის სისტემის, არტილერიისა და მძიმე ტექნიკისთვის. მათ შორისაა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტები AIM-9M, საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები Javelin-ი და AT-4 და სხვა. თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.


უკრაინის სამხედრო დახმარების მხრივ, პირველ ადგილზეა აშშ $46,3 მილიარდით; მეორეზე - გერმანია $1,18 მილიარდით; მესამეზე - დიდი ბრიტანეთი $6,9 მლიარდით. ეს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებია.