ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლახან მოაწერა ხელი ბრძანებას უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ.
ბაიდენი ამბობს, რომ დახმარების შეფერხება, პუტინისთვის "საშობაო საჩუქარი“ იქნება.
„ჩვენ ვაპირებთ, თქვენ გვერდით დავდგეთ,“ განუცხადა ბაიდენმა ზელენსკის თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში გამოსვლისას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე მოკლედ ისაუბრა ოვალური კაბინეტიდან, სადაც მადლობა გადაუხადა ამერიკას და სხვა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის. მან თქვა, რომ „უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს“ რუსეთთან და კონკრეტულად ახსენა რუსული ძალების დამარცხება შავ ზღვაში. ზელენსკიმ თქვა, რომ მას სურდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, რომელიც ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად საკვანძოა.