აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი იანვარ-ნოემბერში 9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა.
მისივე თქმით „ევროპაში ექსპორტირებულია 10,85 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში – 8,7 მილიარდი კუბური მეტრი, საქართველოში – 2,5 მილიარდი კუბური მეტრი.
„ამ პერიოდის განმავლობაში TANAP-მა თურქეთს 5,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა,“ - წერს შაჰბაზოვი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).