ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივოს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უკვე აცნობა აშშ-ის კონგრესს.

პრეზიდენტის თქმით, საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება აუცილებელია 2021 წლის 1 მარტის შემდეგაც, რადგან COVID-19-ის პანდემია ისევ სერიოზული რისკია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ხალხის უსაფრთხოებისთვის და მასთან საბრძოლველად ფედერალურმა მთავრობამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის მარტში, ერთი წლით გამოაცხადა.