ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ამ პოსტებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიკავებენ.
„ჩვენ გვეყოლება დღეიდან 2 ვიცე-პრემიერი - ბატონი დავით ზალკალიანი და ბატონი ივანე მაჭავარიანი“, - განაცხადა პრემიერმა.
პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა 22 თებერვალს დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის პირველი სხდომა გამართა.