კუბილიუსი ორბანს: თქვენ ვერ დაამარცხებთ მთელ ევროპას და უკრაინას

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება.

„დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ ხვალ უნდა მიიღოს, მთელი ევროპის კონტინენტის მომავალს შეცვლის. მაგრამ თუ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება,“ - განაცხადა კუბილიუსმა.

„ეს იქნება უკრაინის და უკრაინელი ხალხის ღალატი, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და მთელი ევროპის დასაცავად იღუპებიან, რომლებიც მათ პროევროპულ არჩევანს იცავენ. ეს იქნება უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ღალატი, რომელიც გაერთიანდა და ვიქტორ ორბანს მიმართა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს“, - აღნიშნა კუბილიუსმა.


კუბილიუსმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ იგი ვერც ევროპის და ვერს უკრაინის დამარცხებას ვერ შეძლებს.

„ეს იქნება დასავლეთ ბალკანეთის ღალატი, რადგან უკრაინა, გაფართოების პროცესის ისტორიული სტაგნაციის დროს, რომლის პირველი მსხვერპლიც დასავლეთ ბალკანეთი იყო, ყინულმჭრელის როლს ასრულებს. ეს მთელი ევროპის ღალატი იქნება. მომენტი, როცა ღალატის მომსწრე ხდები, არ არის მშვენიერი, მაგრამ საბოლოოდ, ის გაგვაძლიერებს. ბატონო ვიქტორ ორბან, თქვენ ვერც მთელ ევროპას და ვერც უკრაინას დაამარცხებთ!“ - განაცხადა კუბილიუსმა.