ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 362 ადამიანს დაუდასტურდა, 470 გამოჯანმრთელდა, 12 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 501 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 783 PCR ტესტით.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 269 800 შემთხვევაა დადასტურებული. 263 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 475 კი გარდაიცვალა.
დადებითობის მაჩვენებელი: 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.28%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.25%.
362 ახალი შემთხვევიდან 165 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 25, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 33, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 572, საიდანაც: 1 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 729, აჭარაში - 157, იმერეთში - 309.
მძიმე პაციენტი 289, მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 37, იმერეთში - 84.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 104, მათგან თბილისში - 65, აჭარაში- 8, იმერეთში - 11.
180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 69 - აჭარაში, 3 - იმერეთში. 839 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 302 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 89.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 127 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 122 პირი, აჭარაში - 443, იმერეთში - 763.