ზელენსკი: ჩვენ ვიბრძოლებთ დასავლეთთან ერთად ან მის გარეშე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს დასავლეთის მხარდაჭერით ან მის გარეშე.

„სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში, 24 თებერვალს, ჩვენ ნამდვილად მარტო ვიყავით,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ნორვეგიაში, ოსლოში ვიზიტისას.


„მაგრამ ჩვენ არ გავიქეცით, დავიწყეთ ბრძოლა, ასე რომ, როდესაც თქვენ ამბობთ, შესაძლებელია თუ არა დახმარების გარეშე... ეს შესაძლებელია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. 

„რა თქმა უნდა, დახმარების გარეშე ვერ გაიმარჯვებ, მაგრამ ვერ დამარცხდები, რადგან რადგან ერთადერთი რამ, რაც გაქვს  - შენი სამშობლოა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.