ქართული ანიმაცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა

ნათია ნიკოლაიშვილის მიერ გადაღებული ქართული ანიმაციური ფილმი "იგი" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა.

ანიმაცია ჯემალ ქარჩხაძის იმავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა. ფილმის პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავაა. საერთაშორისო ჟიურიმ ის სამ სხვა პროექტთან ერთად 28 ანიმაციიდან ამოარჩია.

პოპულარული მოთხრობა პირველად 1977 წელს ჟურნალ ცისკარში დაიბეჭდა.