ვლადიმერ პუტინმა მედიის შემზღუდველ კანონს ხელი მოაწერა

24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას Rferl-ი ავრცელებს.

სადავო კანონი გარკვეულ ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.

პუტინის მიერ 24 თებერვალს ხელმოწერილი კანონების თანახმად, ე.წ. "უცხოელი აგენტების" და მათი მასალების შესახებ ინფორმაციის გაცემა, მათი სტატუსის მითითების გარეშე, შეიძლება დაჯარიმდეს ფიზიკური პირები 2500 რუბლამდე ($ 34) და იურიდიული პირები 500,000 რუბლამდე ( 6 720 აშშ დოლარი). „უცხოელი აგენტის“ სახელით ცნობილი კანონი, არ განარჩევს და თანაბრად მოქმედებს, როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე ინდივიდუალურ პირებზე.

იმავე დღეს, პუტინის მიერ ხელმოწერილი სხვა კანონები, სხვადასხვა დანაშაულისთვის სხვადასხვა რაოდენობის ჯარიმებს აწესებს.

თუ რუსულმა სასამართლომ ინდივიდი მიტინგის უკანონო დაფინანსებაში დამნაშავედ სცნო, ის 15,000 რუბლამდე (200 დოლარი) დაჯარიმდება, ხოლო ოფიციალური პირები და ოგანიზაციები ამგვარი ქმედებებისთვის 30 000-დან (400$) 100 000 რუბლამდე (1,345 $) ოდენობის ჯარიმას გადაიხდიან.

კიდევ ერთი ხელმოწერილი კანონი, მნიშვნელოვნად ზრდის ჯარიმებს, პოლიციის დამორჩილებობისთვის დაკავებული პირებისთვის.