თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ზექი აკთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, წვრთნებში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. აქთურქის თქმით, წვრთნები მიზნად ისახავს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთაქტივობის განმტკიცებას.