განაში ვაქცინაცია დაიწყო

განამ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, განა გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც COVAX პლატფორმიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიეწოდა.

როგორც ცნობილია, განამ AstraZeneca/Oxford ვაქცინის 600 000 დოზა მიიღო.