ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.
„ვულოცავ ქართველ ხალხს საქართველოსა და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ჩვენ ვისმინეთ თქვენი და თქვენი ევროპული მისწრაფების ხმა და დღეს საქართველო ამაყობს კანდიდატის სტატუსის მიღებით. ეს ნიშნავს იმედს,“ - წერს მეცოლა Twitter-ზე.
მისივე თქმით, ეს საამაყო მომენტია ევროპისთვის. უკრაინისთვის, მოლდოვისთვის. ყველასთვის, ვინც იბრძვის საერთო ღირებულებებისთვის.
„ყველასთვის, ვინც ევროპას იმედის შუქურად აღიქვამს. ჩვენ შევასრულეთ დანაპირები. ჩვენ ისტორია შევქმენით. ახლა ჩვენ ერთად დავწერთ მომავალს.“