ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი „დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიესალმა.“
„მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. თუ ეს ადრე არ იყო ნათელი, ახლა უნდა იყოს - პუტინი არ შეიძლება ამაზე მეტად ცდებოდეს: უკრაინის მომავალი დასავლეთს ეკუთვნის,“- წერს ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
დღეს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.