სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ისტორიულ დღეს. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“ – წერს ხავიერ კოლომინა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.