ვოლოდიმირ ზელენსკი: დავბრუნდი უკრაინაში - იქნება მხარდაჭერის მეტი პაკეტები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელ ხალხს ლვოვიდან მიმართა და უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე ისაუბრა, პარტნიორების ახალი დახმარება დაანონსა.

„იქნება მხარდაჭერის მეტი პაკეტები. მიღებულია ძლიერი გადაწყვეტილებები: დანია - მილიარდი დოლარის პაკეტი ცის, არტილერიის დასაცავად და ბევრად მეტი რამ. ნორვეგია: 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი პაკეტი. ახალ პაკეტს ფინეთიც ამზადებს. ისლანდია ამზადებს გრძელვადიან ფინანსურ მხარდაჭერას - ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას. ახალი პაკეტი შვედეთისგანაც,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ვაშინგტონში მისი ვიზიტიც ახსენა და განაცხადა: „მოველით, რომ კონგრესი მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში.“


უკრაინის პრეზიდენტმა არგენტინაში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა.

„ქვეყანა იწყებს ურთიერთობებს ლათინური ამერიკის მთელ რეგიონთან.“