სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.
მან ყველა მხარდამჭერს მოუწოდა, გამოვიდნენ რესპუბლიკის მოედანზე.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.