ნათია თურნავა: ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება ვერ მოასწრო მომზადება, მაგრამ უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გაიხსნან

„ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება ვერ მოასწრო მომზადება, მაგრამ უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გაიხსნან“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრამ ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, სასტუმროების ნაწილმა ვერ მოასწრო გახსნისთვის მომზადება.

„დღეს შეზღუდვების შემსუბუქების პირველი დღეა. დღეიდან სასტუმროები გაიხსნა ზამთრის კურორტებზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა სასტუმრომ, შეიძლება, ვერ მოასწრო ამ დროისთვის მომზადება, მაგრამ მათ აქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიხსნან. თუნდაც ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში სეზონი გრძელდება. ხედავთ, რომ კლიმატური პირობები არ უწყობს ხელს რესტორნების ღია სივრცეებს, მაგრამ ხელს უწყობს ზამთრის კურორტებზე განლაგებულ სასტუმროებს მუშაობაში“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავამ ბიზნესს ეპიდვითარების შენარჩუნების მიზნით პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„მთავარია, რომ დადებითი მუხტი და ტალღა შენარჩუნდებს და არ გაგვიუარესდეს ეპიდვითარება, ამიტომ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან“, - თქვა მინისტრმა.