საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილიც მიიწვია. სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა. თუმცა ცნობილია, რომ ღონისძიებას, რომელიც პრეზიდენტის „ევროპული კამპანიის“ დასკვნითი ფაზა იყო, ყოფილი პრემიერ მინისტრი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი არ დასწრებია.
თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებას მართავს, პრეზიდენტიც მივიდა. ის ელოდება, რომ მას მოქალაქეებისადმი მიმართვის საშუალებას მისცემენ. ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი შეკრებილებს სიტყვით ცოტა ხანში მიმართავს.