ჯო ბაიდენმა კანადის პრემიერ-მინისტრთან ვირტუალური შეხვედრა გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, ერთმანეთს პირველ ვირტუალურ ღონისძიებაზე შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაპრეზიდენტების შემდეგ ეს ბაიდენის პირველი ოფიციალური შეხვედრაა სხვა ქვეყნის ლიდერთან.

ქვეყნის ლიდერებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის, კლიმატის ცვლილების და ჩინეთის საკითხებიც.

მათ პირობა დადეს, რომ 2050 წლისთვის სუფთა ნულოვანი გამონაბოლქვის მისაღწევად კლიმატის მიზნები გაასწორებენ.

ბაიდენმა თქვა, რომ აშშ კანადას პეკინის მიერ დაკავებული ორი კანადელის გათავისუფლებაში დაეხმარება.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიხედვით, რომელიც პრესას ანონიმურობის დაცვის გარანტიით ესაუბრა, ამბობს, რომ ბაიდენმა შევხედრაზე კლიმატის ცვლილების, კორონავირუსის, ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის თემები განიხილა.