ნიუ-იორკში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს

ნიუ-იორკში მკვლევარებმა COVID-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი ხელს უშლის სხეულის ბუნებრივი იმუნური რეაქციის თავიდან აცილებას - აგრეთვე მონოკლონური ანტისხეულების მკურნალობის ეფექტებს.

მკვლევარებმა მუტაციას B.1.526. უწოდეს და განმარტეს, რომ ვირუსის ახალი სახეობა სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ვარიანტს ჰგავს. მკვლევარების და მედიკოსების განმარტებით, ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ვირუსის ეს მუტაცია ვაქცინაზე იმუნიტეტის რეაგირებას ასუსტებს.

როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, იმ ფონზე, როცა აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ახალი ვირუსული შტამების ეტაპობრივი გამოვლენა მოულოდნელი არ იყო.