"რეჟიმებს, რომლებიც თავს იძულებულად გრძნობენ ჩაკეტონ კრიტიკოსები, ეშინიათ თავიანთი ხალხის", - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი საქართველოს, რუსეთის და ბელარუსის რეჟიმებს აფასებს და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.
"რეჟიმებს, რომლებიც თავს იძულებულად გრძნობენ ჩაკეტონ კრიტიკოსები, ეშინიათ თავიანთი ხალხის. რეჟიმებს, რომლებიც კრიტიკოსებს იტანენ, არ ეშინიათ თავიანთი ხალხის. ეს ასეთი მარტივია, ხალხო. #რუსეთი. #ბელარუსი. #საქართველო." - წერს მაკფოლი.