თბილისში, დიღმის მასივის 12 250 აბონენტს გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.
„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, კერძო კომპანიამ გათხრის დროს საშუალო წნევის გაზსადენი მილი დააზიანა.
გაზი არ მიეწოდება დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლებისა და ათობით ქუჩაზე მცხოვრებ ასობით ოჯახს.
გაზის მიწოდება 17 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში იგეგმება.