ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; 1980 წლიდან მოღვაწეოს საფრანგეთში; გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "აკვარელი" (1958), "აპრილი"(1961); მხატვრული ფილმები: "გიორგობისთვე" (1966), "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "პასტორალი" (1976), "ბასკთა ქვეყანაში" (1983), "მთვარის რჩეულნი" (1984), "პეპლებზე ნადირობა" (1999), "ყაჩაღები"(1996), "მშვიდობით მწვანე მდელო" (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები: "ძველი ქართული სიმღერა" (1969), "თუჯი"(1964), "საპოვნელა" (1959).
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1999 - საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი
- 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1996 - ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი (საუკეთესო რეჟისურისათვის)
- 1995 - ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია
- 1993 - რუსეთის დამოუკიდებელი პრემია "ტრიუმფი"
- 1984 - საქართველოს სახალხო არტისტი
- 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1968 - ჟ. სადულის სახელობის პრემია (მხატვრული ფილმისათვის "გიორგობისთვე")