მოლდოვა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, სეპარატისტული დნესტრისპირეთის სიახლოვეს სამხედრო წვრთნას ატარებს

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის სიახლოვეს მოლდოვამ სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანევრები 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.


მოლდოვის არმიის განცხადებით, მანევრები ბულბოაკას საწვრთნელ ცენტრში ჩატარდება. 15 დეკემბერს მოლდოვის პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების პროდასავლური სტრატეგია დაამტკიცა. ამ ინიციატივას ქვეყნის პრეზიდენტი, მაია სანდუ მიესალმა და მას უსაფრთხოებისკენ და სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.