ვაქცინაციისთვის სამიზნე ჯგუფების რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოში პირველ რიგში სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან. უკვე გამოყოფილია დაახლოებით 57 000 ადამიანი პირველ სამიზნე ჯგუფში და მათი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

„შემდეგ გადავალთ ასაკობრივ ჯგუფებზე, თავშესაფრის ბენეფიციარები, მათი თანამშრომლები და ასაკობრივი ჯუფები, ქრონიკული დაავადებების მქონეები. დაახლოებით მილიონ 700 000 ადამიანი უნდა მოვიცვათ წლის ბოლომდე.

დღეს არის დიდი კონკურენცია და დიდი მოწოდება, მაგრამ არის საიმედო პროგნოზები, რომ იქნება ახალი ვაქცინები - რეალურია მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი უნდა გაუმჯობესდეს. მეორე, მესამე კვარტალი უფრო სწრაფი იქნება ვაქცინაციის კუთხით როგორც ჩვენთან, ისე სხვა ქვეყნებში, სადაც არ დაწყებულა ვაქცინაცია და ასეთი დაახლოებით, 173 ქვეყანაა, მაგრამ მარტიდან და აპრილიდან სავარაუდოდ ყველგან დაიწყება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში.