ერევნისკენ მიმავალ სამგზავრო თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა და მოსკოვში დაბრუნდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მისივე ცობით, თვითმფრინავის მოსკოვში დაბრუნების მიზეზი წინა შასის კონტროლის სენსორის გაუმართაობა იყო.
რუსული სააგენტოს ცნობით, რუსეთში დაფუძნებული S7 Airlines-ის სამგზავრო ბოინგი 737 შერემეტევოს აეროპორტში დაეშვა.