ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრისას 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში განსუსა და ცინხაიში სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.

ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, დღეს, 19 დეკემბერს, მომხდარი 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი განსუს პროვინციაში მდებარეობდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდა 5,9 იყო.


ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ მხოლოდ განსუში განადგურებული ან დაზიანებულია 4782 სახლი, წყლით მომარაგების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაციისკენ, რათა მსხვერპლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.