„ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია,“ ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ კოლონასთან შეხვედრისას გააკეთა.
„დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები არიან და დარჩებიან იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს,“ - განაცხადა ქემერონმა.
მან უკრაინაში რუსეთის შეჭრა სპექტაკლს შეადარა და აღნიშნა, რომ მეოთხე მოქმედება ჯერ არ დაწერილა.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, ისინი საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების შესახებ ერთ აზრზე რჩებიან.