უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლიეტუვის სამხედრო დახმარების ახალი პარტია მიეწოდა.
ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. კერძოდ, ლიტვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს გადასცეს საველე ტექნიკა და ათიათასობით მშრალი რაციონი.
„ვაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ: ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, ვაღიარებთ ასეთი დახმარების მნიშვნელობას ზამთრის პერიოდში,“ - წერია X-ზე განთავსებულ ინფორმაციაში.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის არვიდას ანუსაუსკას თქმით, ზამთარში ჯარისკაცებისთვის საველე აღჭურვილობა განსაკუთრებით აუცილებელია. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფრის, რათა შევამსუბუქოთ უკრაინის რთული ბრძოლა სასტიკი აგრესორის წინააღმდეგ. თითოეული ჩვენი მხარდაჭერის პაკეტი არის დამატებითი ნაბიჯი გამარჯვებისკენ,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ლიეტუვამ უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი გეგმა უკვე შეიმუშავა.