ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6854 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6822 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9413 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9338 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.