სომხეთის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ჩანს, რომ „სუ 30“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ერევნის თავისუფლების მოედნის მახლობლად ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს გამოჩნდა.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.
ამ წუთებში სომხეთში ორი აქცია მიმდინარეობს. ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მართავს აქციას, ხოლო თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.