„საქართველოში გვიწევს იმ საფრთხის დანახვა, როდესაც პარტიები თავის თავს პირველ ადგილზე აყენებენ“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი კონსტიტუციისა და საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველოში გვიწევს იმ საფრთხის დანახვა, როდესაც პარტიები თავის თავს პირველ ადგილზე აყენებენ. ეს ნათლად ჩანს, როდესაც ისინი პარლამენტში იყრიან კენჭს, მაგრამ პასუხისმგებლობის ტვირთს არ იღებენ.ასევე ზოგადად, პარტიები ხშირად პოლიტიკის ისეთ მსოფლმხედველობას მისდევენ, სადაც მეორე მხარის დამარცხება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოების სამსახურში ყოფნა.თუ ეს არ შეწყდება, ეს გადაიქცევა ბრძოლად იმ გემზე, რომელიც იძირება.
ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელიც მოვლენებს გარედან აკვირდება. მაგრამ ეს ჩვენ გარეშეც იცით.დემოკრატია არ არის ისეთი რამ, რასაც იმისათვის აკეთებთ, რომ ევროკავშირს ან აშშ-ს მოაწონოთ თავი. და არც იმისათვის, რომ გააბრაზოთ ადამინები კრემლში და მათი შიშები კვებოთ.ამას თქვენი საკუთარი ერის კეთილდღეობისთვის აკეთებთ და ვინაიდან ვალდებულნი ხართ მისი ისტორიის წინაშე“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.