შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გამთენიისას ჩაატარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხე - ტყის უკანონო გაჩეხას გულისხმობს.