ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის გეგმა შუა დერეფნის ახალ განშტოებად უნდა განიხილებოდეს - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა აზერბაიჯანულ-თურქული საინვესტიციო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის გეგმა შუა დერეფნის ახალ განშტოებად უნდა განიხილებოდეს.


„როგორც ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც გაივლის ზანგილანის, ირანის, ნახიჩევანისა და თურქეთის ტერიტორიებზე, ეს გააუმჯობესებს ჩვენს თანამშრომლობას სატრანსპორტო სფეროში. „შუა დერეფანი, ბაქოს საზღვაო სავაჭრო პორტი და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი გადის ჩვენს ქვეყანაში, რაც ქმნის უმოკლეს და ეფექტიან სატრანზიტო მარშრუტებს აზერბაიჯანიდან ევროპაში თურქეთის გავლით და პირიქით,“ - აღნიშნა ჯაბაროვმა.


ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.

მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.