ლიეტუვა ჯარისთვის კანადური წარმოების ახალ ოპტიკურ სამიზნეებს 34 მილიონ ევროდ შეიძენს

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო კანადური წარმოების Raytheon Elcan Optical Technologies-ის ახალ ოპტიკურ სამიზნეებს არმიისთვის 34 მილიონ ევროდ შეიძენს. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება.

პირველი პარტია ლიეტუვაში 2024 წლის ზაფხულში, დანარჩენი კი, 2025 წლის შემოდგომამდე ჩავა.


თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ ახალი ოპტიკური სამიზნეები გააუმჯობესებს ლიეტუვის ჯარების სროლის სიჩქარეს, გააუმჯობესებს სამიზნეებზე დარტყმის უნარს დღე-ღამის მონაკვეთში. ასევე გაზრდის სამხედროების გადარჩენის შესაძლებლობებს.

აღნიშნულია, რომ სამიზნეები გათვლილია 300 მეტრსა და მეტ მანძილზე სამიზნეებზე სროლისა და იერიშისთვის. შესყიდვები ხორციელდება NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს შესყიდვების მთავარ პლატფორმას ლიეტუვისა და NATO-ს სხვა ქვეყნების თავდაცვის დეპარტამენტებისთვის.

მანამდე გავრცელა ინფორმაცია, რომ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას იწყებს. ასევე, ლეიტუვის შეიარაღებული ძალები მომავალ წელს მიიღებს ამერიკულ Switchblade 600-ის ტიპის კამიკაძე-დრონებს. ამჟამად ლიეტუვას 60-ზე მეტი შესყიდვის პროექტი აქვს მხოლოდ შეერთებული შტატებიდან.