ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი 18 F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის გაგზავნის პროცესი დაიწყო.
ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„დღეს მე პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, მოამზადოს საწყისი 18 F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი უკრაინაში მიწოდებისთვის,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სოციალურ მედია პლატფორმაზე X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი თქმით, F-16-ების მიწოდება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
„ექსპორტზე ნებართვის გარდა, თავად გადაცემამდე კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი უნდა შესრულდეს, მათ შორის, შესაბამისი სპეციალისტებისა და ინფრასტრუქტურის მზაობის მხრივ. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნიდერლანდებმა არ შეამცირა უკრაინისთვის დახმარების მიწოდების ვალდებულებები, რომელიც მიმდინარე რუსულ აგრესიაზე საპასუხოდაა საჭირო,” - წერს რუტე.