აშშ დაასანქცირებს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთს ომის წარმოებაში ეხმარებიან

შეერთებული შტატები ანტირუსული სანქციების დარღვევის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებს ფინანსურ სისტემიდან მოწყვეტით ემუქრება.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ფინანსურ სექტორში. ინფორმაციას მედია თეთრ სახლზე დაყრდობით ავრცელებს.

კერძოდ, აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან.


დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა, დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ ის გადასახადებით დაეხმარება რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ პირს.

განკარგულების თანახმად, “უცხოურ ფინანსურ დაწესებულებებში” იგულისხმება ნებისმიერი დაწესებულებები, რომლებიც ფინანსური მომსახურების მიწოდებით არიან დაკავებულნი, მათ შორის ბანკები, საპენსიო ფონდები, საგადასახადო სისტემების ოპერატორები და მათი შვილობილი კომპანიები.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ასეთი სანქციების შემოღება გაფრთხილების გარეშეა შესაძლებელი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სასანქციო აქტივების გადამალვის რისკები არსებობს.