უკრაინა და მოლდოვა განაგრძობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის შესახებ შეთანხმებების განხორციელებას. უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩეანს შორის ონლაინ შეხვედრისას ხელი მოეწერა რამდენიმე პროტოკოლს, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისა და ტვირთისთვის უკრაინა-მოლდოვის საზღვრის გადაკვეთის დროის გამარტივებასა და შემცირებას.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროტოკოლები გაამარტივებს მოლდოვასა და უკრაინას შორის საზღვრის გადაკვეთას როგორც საქონლისთვის, ისე ხალხისთვის და რომ ერთობლივი კონტროლი იძლევა საშუალებას, გაააქტიურონ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა“.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთობლივი საზღვრის კონტროლის ორგანიზება არის „საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის."