საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეხმაურება

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეხმაურება.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კალრ ჰარცელი twitter-ზე წერს.

როგორც ელჩი აღნიშნავს, ეს დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას.

"ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მასთან ერთად იხსენებს, თუ როგორ დაეცა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის წინ საბჭოთა არმიის შემოჭრის შემდეგ. ეს დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას. საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია“, - წერს ელჩი.

დღეს საბჭოთა საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს ოკუპაცის დღიდან 100 წელი შესრულდა