NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებს აშშ-მ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს - შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის გავლენები

Europetime გთავაზობთ ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის უსაფრთხოების ყოვლისმომცველ სტრატეტგიას ეძღვნება.


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში 2022 წელს, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ფსონები და დასავლელი ლიდერებისთვის გადაუდებელი მოქმედებების საჭიროება გაზარდა.


მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიის მიღმა არსებული მცდელობები შეიძლება, კარგი დასაწყისია, თავისუფლად განსაზღვრული სტრატეგია ჯერ არ ნიშნავს დადებით გავლენას ადგილზე - ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. შეერთებული შტატები საარჩევნო წლის მიჯნაზეა, რომლის დროსაც, საგარეო პოლიტიკური დისკუსიები სავარაუდოდ, შენელდება. 2025 წლამდე შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე რაიმე არსებითს არ ველით.


შესაძლოა, უფრო რთული და ასევე, საჭიროც იქნება შავი ზღვის რეგიონული მოთამაშეების, ცნობილი მრავალფეროვანი ჯგუფის თანხმობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ დროებით გაერთიანებულნი არიან რუსეთის საფრთხის გარშემო, ეს ერთობა მოითხოვს გრძელვადიან, სტრუქტურირებულ და ყოვლისმომცველ მიდგომას ვაშინგტონთან, როგორც პატიოსან შუამავალთან, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ სტრატეგიას.

თურქეთი შავი ზღვის შიგნით დამის გარეთ სრუტეებს აკონტროლებს, რითაც ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ ძალას თავის საზღვრებს გარეთ. ნებისმიერი ფართო რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიის უზრუნველყოფა ანკარის თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.


შავი ზღვის რეგიონში, NATO-ს წევრი ქვეყნები - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი - რა თქმა უნდა, ისარგებლებენ აშშ-ის გაზრდილი ყურადღებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. თუმცა ამ ქვეყნებს უკვე იცავთ NATO-ს მე-5 მუხლი და რუსეთი NATO-ს წევრის წინააღმდეგ რაიმე აშკარა სამხედრო ქმედებებისგან თავს შეიკავებს.


უკრაინამ, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წევრი არ არის, ვაშინგტონისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო და დაამტკიცა, რომ რუსეთთან ბრძოლის ველზე ბრძოლა შეუძლია. უფრო მეტიც, რადგან ის რუსეთს ხელს უშლის ევროპის სხვა ტერიტორიებზე წვდომისგან, კიევი დასავლეთის მხარდაჭერის მიღებას გააგრძელებს.


შავი ზღვის რეგიონის პატარა, NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებს  შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. მოლდოვა კრემლის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ხოლო საქართველო, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასევე დაუცველია. სომხეთი ახლა რუსეთთან მჭიდრო კავშირებს გადააფასებს და დასავლეთთან უფრო ახლო ურთიერთობას განიხილავს. ერევნის ნებისმიერი მცდელობა, დატოვოს მოსკოვის ორბიტა, კრემლის მკაცრ პასუხს გამოიწვევს. შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს აზერბაიჯანის სპეციფიკური საჭიროებები - ევროპული ნავთობისა და გაზის ძირითადი წყარო და რუსეთის მთავარი კონკურენტი - ასევე უნდა განიხილებოდეს შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში.


გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით, საზღვაო ნაღმების და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ მონტრეს კონვენციამ შეიძლება, პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა შეზღუდოს, აშშ-ის მუდმივი ხელმძღვანელობა ზღვისპირა ქვეყნებს შორის უფრო დიდი თანამშრომლობის კოორდინაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საყრდენები ყველაზე მეტს გვპირდება. ეს სტრატეგია უნდა მოიცავდეს ძლიერ კერძო სექტორის კომპონენტს; სტრატეგიის განხორციელებისას ვაშინგტონმა უნდა შესთავაზოს მხარდაჭერა და წახალისება ამერიკულ კომპანიებს რეგიონში საქმიანობისთვის. უფრო მეტიც, რეგიონის ქვეყნებმა უნდა აჩვენონ კარგი მმართველობა და ინვესტირებისთვის თანაბარი თამაშის წესები დანერგონ.


შეერთებული შტატები და მისი რეგიონული მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ეფექტიანი სტრატეგიული პასუხისთვის, თუ რუსეთი მავნე გავლენის ოპერაციებს, მათ შორის, სტრატეგიულ დეზინფორმაციულ კამპანიას განახორციელებს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი - Atlantic Council

არნოლდ დუპუი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი