უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინის გაძლიერებას ითვალისწინებს. ხელმოწერის ცერემონია დღეს, 17 ნოემბერს გაიმართა პარიზის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე.
lemonde-ს ცნობით, მაკრონმა და ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 100-მდე ფრანგული გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ. ორი ლიდერის მიერ ხელმოწერილ განზრახულობის წერილში „განსაზღვრულია უკრაინისთვის შესაძლო სამომავლო კონტრაქტები 100 Rafale-ის ტიპის გამანადგურებლის შესაძენად და „მათთან დაკავშირებული იარაღის ჩათვლით,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ასევე განსაზღვრულია შემუშავების პროცესში მყოფი ახალი თაობის SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემების, რადარის სისტემებისა და დრონების შესყიდვის გარიგებები.
შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინისთვის Rafale-ის გამანადგურებლებისა და SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დღეს ჩავიდა.
18 ნოემბერს ზელენსკი ესპანეთს ეწვევა.