F-16 საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან შეიძლება, დაახლოებით ერთ კვირაში, 2023 წლის ბოლომდე მიიღოს.
პარასკევს, 22 დეკემბერს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ ნიდერლანდების მთავრობა მოამზადებს პირველ 18 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს უკრაინაში მიწოდებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ რუტემ არ დაუზუსტებია F-16-ების მიწოდების ვადები, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო სტრატეგიულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ნიდერლანდებმა, დანიამ, ნორვეგიამ და ბელგიამ უკვე აიღეს ვალდებულება უკრაინისთვის F-16-ების წლის ბოლომდე მიწოდებაზე," - წერენ ISW-ის ანალიტიკოსები.
ნიდერლანდების მთავრობამ უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების პირველი პარტიის გასაგზავნად მზადება დაეწყო. გარდა ამისა, 2024 წლიდან საფრანგეთი F-16-ებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადებას შეუერთდება.
რუმინეთში ნიდერლანდების დახმარებით, უკვე მოქმედებს F-16-ებისთვის მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი, სადაც უკრაინელი სამხედროები მომზადებას გაივლიან.