ქართული წარმომავლობის რუსი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა.
ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ და Newsmaker-ი მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელ, რაისა ნოვიცკიზე დაყრდნობით ავრცელებენ
ოფიციალური წყაროს თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოლდოვაში შესვლაზე უარი ეთქვა უცხოეთის 39 მოქალაქეს, რომლებიც „შევლის პირობებს არ აკმაყოფილებდნენ“. მათ შორის
ირაკლი ფირცხალავა 24 დეკემბერს ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება ორგანიზებული იყო მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის მიერ, რომელსაც მოლდოვაში ბანკებიდან მილიარდის მოპარვის საქმეზე 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე ადანაშაულებდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში.
2022 წლის ოქტომბერში აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს, ილან შორსა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკს სანქციები დაუწესა. 2022 წლის დეკემბერში მოლდოველ ოლიგარქებს იმავე ტიპის სანქციები დიდმაც ბრიტანეთმა დაუწესა.